Eikon Apartments Abastumani

სამცხე-ჯავახეთი, აბასთუმანი

პროექტი - ეიკონ აბასთუმანი - სამცხე-ჯავახეთის რეგიონში,  დაბა აბასთუმანში მდებარეობს. 2024 წლის აგვისტოდან შემოუერთდა სტუმარ-მასპინლობის ბაზარს და წარმოდგენილია 2 ბრენდით: ეიკონ აპარტამენტებითა და ქართულ-ევროპული ბარ-რესტორნით. მარადმწვანე წიწვოვან ტყეში ჩაფლული კურორტი აბასთუმანი უნიკალურია თავისი ბუნებრივი პირობებით. ის ცნობილია ასტროფიზიკური  ობსერვატორიით, ისტორიული ძეგლებით, უნიკალური ფლორით, გამაჯანსაღებელი ჰავითა და თერმული წყლებით. ლაშქრობებისა და სეირნობის მოყვარულთათვის მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები. სასტუმრო სხავდასხვა ზომის 37 აპარტამენტს მოიცავს. სასტუმროს სერვისის გამორჩეული ნაწილია მისსავე ტერიტორიაზე განთავსებული რესტორანი „იფანი“, რომელიც თითოეულ სტუმარს შთამბეჭდავ კულინარიულ თავგადასავალს ჰპირდება; ასევე საკონფერენციო სივრცე და საბილიარდო ოთახი გართობის მოყვარულთათვის.
ვრცლად
ფასის მითითება

აპარტამენტები

room image

სტუდიო აპარტამენტი აივნით

ლამაზი დიზაინის მქონდე, 45 კვადრატული მეტრის სტუდიოს ტიპის აპარტამენტი გთავაზობთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობას, სივრცე სრულად აღჭურვილია ყველა აუცილებელი პირობით, რაც სრულყოფილ გარემოს გიქმნით საკუთარი სახლიდან შორს. აპარტამენტი გაწყობილია თანამედროვე და კომფორტული ავეჯით, ხოლო აივანი საზაფხულო ავეჯით უზრუნველყოფს თქვენი დილისა და საღამოს განწყობასა და განტვირთვას სუფთა ჰაერზე.

ფასის მითითება
room image

ერთ საძინებლიანი აპარტამენტი

არ აქვს მნიშვნელობა თქვენი სტუმრობის მიზანს: ეს იქნება ოჯახთან ერთად სტუმრობა, რომანტიკული დასვენება  თუ მეგობრებთან ერთად განტვირთვა, ჩვენი თანამედროვე სივრცეები გთავაზობთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ დასამახსოვრებელი დასვენებისთვის. აპარტამენტები აღჭურვილია ყველა იმ პირობით, რაც საჭიროა  კომფორტულად განთავსებისთვის. ხოლო აივანი იდეალურია დილის ყავის დასალევად ან საღამოს განსატვირთად. აპარტამენტებში არსებული სწრაფი Wi-Fi კი მოგცემთ საშუალებას დარჩეთ აქტიურ კონტაქტზე თქვენს საყვარელ ადამიანებთან ან მოიწყოთ სასიამოვნო გარემო სამუშაოდ.

ფასის მითითება
room image

ორ საძინებლიანი აპარტამენტი

აპარტამენტის თანამედროვე დიზაინი და დეტალებისადმი ყურადღება ქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს, ხოლო მისი ფუნქციური განლაგება უზრუნველყოფს კომფორტულბ დასვენებას ყველა სტუმრისთვის. რეკომენდებულია 4 ან 5 ზრდასრულის განთავსებისთვის.

ფასის მითითება
room image

სამ საძინებლიანი პრემიუმ აპარტამენტი

ეძებთ შესანიშნავ ადგილს ქალაქგარეთ მეგობრული თავშეყრისთვის? ჩვენი სამ საძნებლიანი პრემიუმ აპარტამენტი გთავაზობთ კომფორტის, სტილისა და მოხერხებულობის იდეალურ კომბინაციას. დიდი და თანამედროვე აპარტამენტი შესანიშნავია ოჯახებისთვის, წყვილებისთვის ან მეგობრებისთვის. აპარტამენტის გამორჩეული დიზაინი, საგულდაგულოდ შერჩეული ავეჯით უზრუნველყოფს თქვენს მშვიდსა და კომფორტულ დასვენებას. აპარტამენტი მოიცავს 3 საძინებელს, 2 აბაზანას, დიდ აივანს და შესაძლებელია 6 ზრდასრულის განთავსება.

ფასის მითითება

სერვისები

services image

მაგიდის დაჯავშნა ქართულ-ევროპულ რესტორან „იფანში“

ქართულ-ევროპული ბარ-რესტორანი იფანი უნიკალური გასტრონომიული გამოცდილებით,  აერთიანებს ორი კულტურის საუკეთესო ელემენტებს. ჩვენი მიზანია, ჩვენი ბრენდ-შეფის მიერ შექმნილი კერძებით გამოგზაუროთ გემოების სამყაროში და გაგიზიაროთ მესხური სტუმარ-მასპინძლობა. დახვეწილი ინტერიერი, მშვიდი და სასიამოვნო გარემო, ბარმენების საფირმო კოქტეილები, შემინული ტერასა - ჩვენთან ყველაფერია დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის.
services image

ბილიარდი

თუ ეძებთ ადგილს განტვირთვისა და საუკეთესო ურთიერთობებისთვის, ჩვენი საბილიარდო შესანიშნავი ადგილია! სივრცეში წარმოდგენილია 2 ტიპის მაგიდა: POOL - ამერიკული და რუსული მაგიდები. ღირებულება: 50 ლარი 1 საათი. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიაკითხოთ ბარს.
services image

საკონფერენციო სივრცე

საკონფერენციო სივრცეში ვუმასპინძლებთ თქვენს შეხვედრებს, ვორქშოფებს, სემინარებს, სადაც თეატრალური წყობით 60 ადამიანის, ხოლო U SHAPE ფორმატით 22 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ჩვენი რესტორანი კი უზრუნველყოფს თქვენს გუნდს ყავისა და ლანჩის შესვენებით.

საკონფერენციო სივრცის სამუშაო დრო: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995596388080
services image

Wi-Fi

მაღალსიჩქარიანი Wi-Fi ხელმისაწვდომია ჩვენს ყველა სივრცეში, რაც ქმნის კომფორტსა და საშუალებას იყოთ მუდმივად ხაზზე საყვარელ ადამიანებთან ან იმუშაოთ დისტანციურად!

ფოტო გალერეა

Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo
Hotel photo

კონტაქტი