ჩვენ შესახებ - Eikon Abastumani

About hotel image
პროექტი - ეიკონ აბასთუმანი - სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, დაბა აბასთუმანში მდებარეობს. 2024 წლის აგვისტოდან შემოუერთდა სტუმარ-მასპინლობის ბაზარს და წარმოდგენილია 2 ბრენდით: ეიკონ აპარტამენტებითა და ქართულ-ევროპული ბარ-რესტორნით. მარადმწვანე წიწვოვან ტყეში ჩაფლული კურორტი აბასთუმანი უნიკალურია თავისი ბუნებრივი პირობებით. ის ცნობილია ასტროფიზიკური ობსერვატორიით, ისტორიული ძეგლებით, უნიკალური ფლორით, გამაჯანსაღებელი ჰავითა და თერმული წყლებით. ლაშქრობებისა და სეირნობის მოყვარულთათვის მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები. სასტუმრო სხავდასხვა ზომის 37 აპარტამენტს მოიცავს. სასტუმროს სერვისის გამორჩეული ნაწილია მისსავე ტერიტორიაზე განთავსებული რესტორანი „იფანი“, რომელიც თითოეულ სტუმარს შთამბეჭდავ კულინარიულ თავგადასავალს ჰპირდება; ასევე საკონფერენციო სივრცე და საბილიარდო ოთახი გართობის მოყვარულთათვის.

განსახლების პირობები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ეიკონ აპარტამენტებში, აბასთუმანში

შესახლების რეგისტრაცია 15:00
გამოსახლების რეგისტრაცია 12:00
ჯავშნის უარყოფა

თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ ჯავშანი უფასოდ დადასტურების წერილში მითითებულ უფასო გაუქმების პერიოდში. გვიან გაუქმების ან არგამოჩენის შემთხვევაში, საფასური ვრცელდება დაჯავშნის პირობების შესაბამისად.


Early Check-in/Late Check-out

ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ Early Check-in/Late Check-out  სერვისით.



სერვისით სარგებლობისათვის დაუკავშირდით რეზერვაციების განყოფილებას.



ეს სერვისი დამოკიდებულია ოთახის ხელმისაწვდომობაზე.

წესები და პირობები

გაუქმების პირობები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა სატარიფო გეგმებისთვის. გაუქმების ზუსტი პირობები მითითებულია ჯავშნის დასტურის წერილში.